სტუდენტური პორტალი
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენ შესახებ
ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტური პორტალი არის ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ და განახორციელონ მათთვის ხელმისაწვდომი აკადემიური და ადმინისტრაციული მოქმედებები.
- ორგანიზაციის სატელეფონო ნომერი
- 032 201 71 71
- ორგანიზაციის მისამართი
- ქ.ბათუმი, ტბეთის ქ. N4
- ორგანიზაციის ელ. ფოსტის მისამართი
- batumimedicalacademy@gmail.com
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- ამირან ჯაფარიძე
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები
- tel: 598 71 92 19, amiran.japaridze@premiumsafety.ge
ამ პოლიტიკის მიზანი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ნდობა და თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა.
გვსურს დეტალურად გაგაცნოთ, რა ინფორმაციას და რისთვის ვაგროვებთ თქვენზე, აგრეთვე როგორ ვიყენებთ ამ უკანასკნელს.
ჩვენი მიზანია, რომ ყველაფერი იყოს გასაგები და გამჭვირვალე.
1.საიდან ვიღებთ თქვენს მონაცემებს
პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ შემდეგი წყაროებიდან:
- ბათუმის სამედიცინო აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, რომლებიც ახორციელებენ სტუდენტებთან დაკავშირებული მონაცემების ადმინისტრირებას;
- თავად სტუდენტისგან, როდესაც იგი პორტალის საშუალებით ავსებს, აზუსტებს ან განაახლებს საკუთარ მონაცემებს ან ახორციელებს შესაბამის მოქმედებას;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აკადემიის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, მათ შორის შეფასებების, დასწრების, აკადემიური სტატუსისა და სხვა სასწავლო ინფორმაციის შემთხვევაში;
- საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ან უფლებამოსილი სხვა წყაროებიდან.
2.რისთვის და როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ბათუმის სამედიცინო აკადემია სტუდენტების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს სტუდენტური პორტალის მეშვეობით, სასწავლო პროცესის ორგანიზების, ადმინისტრირებისა და სტუდენტებისთვის შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
მონაცემებს ვიყენებთ:
- სტუდენტის იდენტიფიცირებისა და პორტალში ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად;
- სასწავლო პროგრამაზე, მოდულებზე და სასწავლო კურსებზე სტუდენტის რეგისტრაციისა და ადმინისტრირებისათვის;
- აკადემიური მოსწრების, შეფასებებისა და დასწრების აღრიცხვისა და მართვისათვის;
- სტუდენტის აკადემიური სტატუსისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვისათვის;
- სასწავლო ცხრილის, გამოცდებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირებისა და სტუდენტისთვის მიწოდებისათვის;
- სტუდენტის განცხადებებისა და მიმართვების ადმინისტრირებისათვის;
- სტუდენტისთვის სასწავლო და ადმინისტრაციული ინფორმაციისა და შეტყობინებების მიწოდებისათვის;
- სწავლის საფასურისა და სტუდენტის ფინანსური ვალდებულებების ადმინისტრირებისათვის;
- აკადემიის ადმინისტრაციული და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის;
- საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკური და ადმინისტრაციული ანგარიშგების მომზადებისათვის.
მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელი მოცულობით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
სტუდენტური პორტალის საშუალებით ვამუშავებთ სტუდენტებთან დაკავშირებულ შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:
- საიდენტიფიკაციო მონაცემები – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო მონაცემები – ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია;
- საგანმანათლებლო და აკადემიური მონაცემები – საგანმანათლებლო პროგრამა, მოდული, სასწავლო წელი, სემესტრი, აკადემიური სტატუსი, მოდულებზე რეგისტრაცია, შეფასებები და აკადემიური შედეგები;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მონაცემები – დასწრების შესახებ ინფორმაცია, მოდულების დადასტურება/არდადასტურება, სასწავლო ცხრილი, გამოცდებთან და შეფასებებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- ფინანსური მონაცემები – სწავლის საფასურის, გადახდებისა და ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;
- კომუნიკაციისა და ადმინისტრაციული მონაცემები – სტუდენტის განცხადებები, მიმართვები, პორტალის საშუალებით განხორციელებული კომუნიკაცია და სტუდენტისთვის გაგზავნილი შეტყობინებები;
- ტექნიკური მონაცემები, ასეთის დამუშავების შემთხვევაში – პორტალში შესვლისა და გამოყენების მონაცემები, მათ შორის სისტემური ლოგები და სხვა ტექნიკური ინფორმაცია.
მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელი და პროპორციული მოცულობით.
რისთვის ვიყენებთ
სტუდენტების პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:
- სტუდენტის იდენტიფიცირებისა და პორტალში მისი ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად;
- სტუდენტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ორგანიზებისთვის;
- სტუდენტის აკადემიური სტატუსის, მოდულების, შეფასებებისა და აკადემიური შედეგების აღრიცხვისა და მართვისთვის;
- სტუდენტის დასწრების აღრიცხვისა და შესაბამისი ინფორმაციის მართვისთვის;
- სასწავლო ცხრილის, გამოცდებისა და სხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვისა და სტუდენტისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
- სტუდენტების განცხადებებისა და მიმართვების ადმინისტრირებისთვის;
- სტუდენტებისთვის სასწავლო და ადმინისტრაციული ინფორმაციისა და შეტყობინებების მიწოდებისთვის;
- სწავლის საფასურის, გადახდებისა და სტუდენტის ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირებისთვის;
- აკადემიის მიერ კანონმდებლობითა და სტუდენტთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისთვის;
- სასწავლო პროცესის ადმინისტრირების, კონტროლისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სტატისტიკური და ადმინისტრაციული ანგარიშგების მომზადებისთვის;
- სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
სტუდენტების პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და კონკრეტული დამუშავების მიზნის გათვალისწინებით, მათ შორის:
- მონაცემთა დამუშავებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მათ შორის, კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით;
- სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სტუდენტისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის მიზნით;
- აკადემიის კანონიერი ინტერესების საფუძველზე, როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია აკადემიის საქმიანობის განხორციელებისა და ადმინისტრირებისათვის და ამ ინტერესებს არ აღემატება სტუდენტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესი;
- სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, იმ შემთხვევებში, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის თანხმობა წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის საფუძველს.
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
მუხლი 5. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
1. მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
ვ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ეპიდემიის მონიტორინგის ან/და მისი გავრცელების აღკვეთის, ჰუმანიტარული კრიზისების, ბუნებრივი და ადამიანის მოქმედებით გამოწვეული კატასტროფების სამართავად;
ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიზნებისთვის;
ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
კ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
2. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
1. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ უზრუნველყოფილია მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიები და არსებობს ერთერთი შემდეგი საფუძველი:
ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;
ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
გ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა;
დ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად;ე) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სისტემისა და მომსახურების მართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვისდაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის კონკრეტული უფლებების განსახორციელებლად;
ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება საჭიროა დანაშაულის თავიდან აცილების (მათ შორის, სათანადო ანალიტიკური კვლევის), დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსების უზრუნველყოფის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაცვის განხორციელების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების, სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის დაცვის (მათ შორის, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლოს მიერ კრიმინოლოგიური კვლევის ჩატარების) მიზნებისთვის და ამ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია შესაბამისი კანონით ან კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ზ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
თ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად;
ი) მონაცემთა სუბიექტმა გამოყენების აშკარა აკრძალვის დათქმის გარეშე საჯარო გახადა თავისი მონაცემები;
კ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
ლ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, პროფესიული გაერთიანების, რელიგიური ან არარელიგიური ფილოსოფიური რწმენის ორგანიზაციის მიერ იმავე საქმიანობის მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში აღნიშნულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის მოქმედ ან ყოფილ წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან მისი მიზნებიდან გამომდინარე, იმ პირობით, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე აღნიშნული მონაცემების მესამე პირისთვის გაცემა არ მოხდება;
მ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესებისთვის არქივირების, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის, თუ კანონი ითვალისწინებს სათანადო და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების ეს საფუძველი არ გამოიყენება, თუკი სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებულია ამ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა დამატებითი და განსხვავებული პირობებით;
ნ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირების მიზნით;
ო) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების განხორციელების მიზნით;
პ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით;
ჟ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით;
რ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის ან გამოქვეყნების მიზნით;
ს) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ტ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის − ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს (უწყებებს) შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 84-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავების შემთხვევაში მათი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა და გამოქვეყნება დასაშვებია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
3. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
ვის გადავცემთ
სტუდენტების პერსონალურ მონაცემებს, მათი დამუშავების მიზნიდან და სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეთ წვდომა:
- ბათუმის სამედიცინო აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და უფლებამოსილ თანამშრომლებს, მხოლოდ მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში;
- აკადემიის აკადემიურ პერსონალს/პროფ.მასწავლებლებს, როდესაც აღნიშნული აუცილებელია სასწავლო პროცესის, შეფასების ან დასწრების ადმინისტრირებისთვის;
- პორტალის ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირებს ან მომსახურე კომპანიებს, მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია პორტალის ფუნქციონირებისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის;
- სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას;
- სხვა პირებს მხოლოდ სტუდენტის თანხმობის საფუძველზე ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს მათი დამუშავების მიზანთან შეუთავსებელი მიზნით და მიიღება შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
3.რა ვადით ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს
ჩვენთან დაცულ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, აგრეთვე მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ:
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის N72 ბრძანებით „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ დამტკიცების შესახებ;
4.რომელ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს ვიყენებთ
სტუდენტების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ ბათუმის სამედიცინო აკადემიის იმ თანამშრომლებსა და უფლებამოსილ პირებს, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელია აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა.
მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები შეიძლება იყვნენ:
- აკადემიის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლები;
- სასწავლო პროცესის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები;
- აკადემიური პერსონალი/პროფ.მასწავლებლები — მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
- ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები, შესაბამისი ფინანსური მონაცემების ნაწილში;
- საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სტუდენტური პორტალის ტექნიკურ ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები;
- სხვა უფლებამოსილი თანამშრომლები, რომელთა მიერ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მათი სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად.
უფლებამოსილ პირებს სტუდენტების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და კონკრეტული სამუშაო მიზნის მისაღწევად აუცილებელი მოცულობით.
5.რა უფლებები გაქვთ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებულია მონაცემთა სუბიექტის უფლებები. უცვლელად გთავაზობთ ამ უკანასკნელს.
მუხლი 13. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
ბ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
დ) მონაცემთა სუბიექტის ამ თავით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
ე) მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
ზ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.
2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტს საჭიროებისამებრ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა კანონს ეწინააღმდეგება.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.
მუხლი 14. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო.
2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან. მონაცემთა სუბიექტს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.
5. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური ფაქტობრივად დახარჯული რესურსის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. საფასურის დადგენის და მისი ოდენობის გონივრულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 15. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.
2. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
3. თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, მან გონივრულ ვადაში უნდა გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს მონაცემთა სუბიექტს.
4. დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტისთვის შეტყობინების ვალდებულება არ წარმოეშობა, თუ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება.
5. თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულების შესრულებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს მასთან პირველი კომუნიკაციის განხორციელებისთანავე.
6. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ყველა მონაცემთა მიმღებს, აგრეთვე ამავე მონაცემთა ყველა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, შეატყობინოს მონაცემთა განახლებისა და შევსების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების ან მონაცემთა მიმღებების სიმრავლის ან/და არაპროპორციულად დიდი დანახარჯების გამო.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულიპირებიშესაბამისიინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან გონივრულ ვადაშიგაასწორონ, განაახლონ ან/და შეავსონ მონაცემები.
მუხლი 16. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა დამუშავების ამ კანონის მე-5 ან მე-6 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
ბ) მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად; დ) მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება შესაბამისი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება.
5. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
6. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მის შესახებ მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით დამუშავების შემთხვევაში დამატებით დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და მონაცემთა ასლების ან მონაცემებთან დამაკავშირებელი ნებისმიერი ინტერნეტბმულის წაშლა.
7. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ყველა მონაცემთა მიმღებს, აგრეთვე ამავე მონაცემთა ყველა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, შეატყობინოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების ან მონაცემთა მიმღებების სიმრავლის ან/და არაპროპორციულად დიდი დანახარჯების გამო.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება და წაშალონ ან გაანადგურონ მონაცემები.
მუხლი 17. მონაცემთა დაბლოკვის უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;
დ) მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბლოკოს მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ბ) კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
დ) ამ კანონის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას.
3. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა განბლოკვის შესახებ, თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
4. მონაცემები უნდა დაიბლოკოს მათი დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით და ამ ვადის განმავლობაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება თან უნდა ერთოდეს შესაბამის მონაცემებს. 5. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) მონაცემთა სუბიექტის თანხმობით;
ბ) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად;
გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად;
დ) კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.
მუხლი 18. მონაცემთა გადატანის უფლება
ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
მუხლი 19. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:
ა) ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას;
ბ) აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;
გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
2. მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მონაცემთა სუბიექტისთვის მისი მოსაზრების გამოთქმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემის გზით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის სათანადო გარანტიები.
მუხლი 20. თანხმობის გამოხმობის უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა.
3. მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
მუხლი 21. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა
1. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
ე) მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ზ) მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების) მიღწევას.
4. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ.
5. მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისა და მის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 22. გასაჩივრების უფლება
1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თქვენი უფლებები შეიზღუდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელი იქნება შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
6.ცვლილებები
ინფორმაცია განახლდება და მასში შესაბამისი ცვლილებები შევა პერიოდულად, საჭიროებისამებრ.